მედია: სომხეთი საქართველოსთვის სოფლის დაბრუნებას გეგმავს

28-03-2024 12:49:46 კავკასია

სომხეთი საზღვრის დემარკაციის ფარგლებში საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს,– ამის შესახებ აზერბაიჯანული და რუსული მედია სომხურ გაზეთ "ჟოხოვურდზე" მითითებით იტყობინება.

საუბარია ლორეს რეგიონის ალავერდის რაიონის სოფელზე.

როგორც იტყობინებიან, საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის დროსაც განიხილებოდა.

თავად საზღვრის დემარკაციას ხაზი სომხეთის პრემიერმაც გაუსვა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის სადემარკაციო პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე.

მანამდე ფაშინიანმა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. იყო ცნობები, რომ ბაქოსთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავდნენ, 1996 წლიდან კი ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები