საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

27-03-2024 19:09:51 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. მისალოცი წერილი საპატრიარქოს ოფიციალური „ფეისბუქ“–გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.

მამაშვილური სიყვარულით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - ნათქვამია მისალოც წერილში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები