თოფურია: იუსტიციამ შეუძლებელი შესაძლებელი გახადა და ორმაგი მოქალაქეობის შანსი მომეცა

21-03-2024 15:27:26 საზოგადოება ,ციტატა

"როცა ესპანეთის მოქალაქეობა მივიღე, ესეთი შეთანხმება არ აქვს საქართველოს სახელმწიფოს ესპანეთთან, ორმაგი მოქალაქეობის ქონის უფლება რომ ჰქონდეს. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოს, იუსტიციას, რომ შეუძლებელი გახადეს შესაძლებელი, და მომეცა იმის შანსი, რომ შემენარჩუნებინა ორივე ქვეყნის მოქალაქეობა, იმიტომ, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შევინარჩუნო საქართველოს მოქალაქეობაც",- უპასუხა UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონმა ილია თოფურიამ "TV იმედის" კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები