AI მოუწოდებს ევროკავშირს, არ გადასცეს ჩრდილოეთ კავკასიელები რუსეთს

18-01-2024 13:21:15 კავკასია ,ევროპა

ევროპულმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ჩრდილოეთ კავკასიელი ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების რუსეთში ექსტრადიცია, რადგან რუსეთის ფედერაციაში ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას, ასევე იძულებას, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამ განცხადებით გამოვიდა 17 იანვარს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International (AI).

როგორც AI-ის კვლევაშია ნათქვამი, ხორვატიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები ცდილობდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ევროპაში გაქცეული თავშესაფრის მაძიებლების გაძევებას ან ექსტრადიციას. ამრიგად, ამ ქვეყნებმა მათ უარი თქვეს საერთაშორისო დაცვის უფლებაზე. ამრიგად, ამ ქვეყნებმა მათ უარი უთხრეს საერთაშორისო დაცვის უფლებაზე.

„მათი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების გამო - რეგიონის მაცხოვრებლების უმრავლესობა აღიარებს ისლამს და არიან ჩეჩნების, დაღესტნის, ინგუშების და სხვა ეროვნების წარმომადგენლები - მთელი თემები გამოცხადდა „საშიში ექსტრემისტებად“, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, რაც, თითქოს ამართლებს მათ დაბრუნებას რეგიონში, სადაც მათ უფლებებს რეალური საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

AI-ის თანახმად, არც თუ იშვიათად, ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის თავშესაფარზე უარის თქმისა და სახლში გაგზავნის მიზეზი ხდება ინტერპოლის ე.წ. „წითელი ცნობები“, რომელთაც რუსეთი გასცემს.

„რუსეთი იყენებს ამგვარ შეტყობინებებს პოლიტიკური ოპონენტების, დისიდენტების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების, მათი ნათესავების და თანამოაზრეების დევნისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნავს AI.

„ის ფაქტი, რომ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო ემუქრება რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში დევნას გამოქცეულ ადამიანებს უკან გაგზავნით, სადაც მათ სასტიკი მოპყრობა ელით, სკანდალია!“, - თქვა ნილს მუიჟნიექსმა, AI-ს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

Amnesty International-ის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში ადამიანის უფლებათა ისედაც ცუდი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. "წამების და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის რისკი, რომელიც გავრცელებულია დაკავების ადგილებში , გაიზარდა. არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ეთნიკური უმცირესობები შეიარაღებულ ძალებში არაპროპორციულად არიან დაკომპლექტებული. ვინც უარს ამბობს მობილიზაციაზე ან ცდილობს, თავიდან აიცილოს იგი, ემუქრება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა“, - გვაფრთხილებს ორგანიზაცია.

„რუსეთის გამოსვლამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩახშობამ ქვეყანაში მკვეთრად გაზარდა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი და მსხვერპლებს ჩამოართვა დამნაშავეების დასჯის მნიშვნელოვანი საშუალება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები