ოსური დელეგაცია იალტის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2019-04-16 13:40:18
143

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელისუფლებო დელეგაცია „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით იალტის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

დელაგაციის შემადგენლობაში შევლენ ასევე ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი გენადი ბეკოევი და დიმიტრი მედოევი, ცხინვალის დე ფაქტო მერი ალან კოჩიევი, დე ფაქტო სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ალან ალბოროვი.

ოსური მედიის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის დე ფაქტო ლიდერ სერგეი აქსიონოვთან, სავაჭრო–ეკონომიკური, სამეცნიერ–ტექნიკური და კუტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება.