16–18 აპრილის ამინდის პროგნოზი

2019-04-16 08:03:46
2525

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება – ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.