პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა: გრაფიკული გამოსახულება

2019-04-16 07:27:22
1603

BBC გრაფიკულ გამოსახულებას ავრცელებს, რომელზეც ჩანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად. ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდეგ ჩაინგრა. ხანძარს გადაურჩა ტაძრის წინა ნაწილი, ორი მთავარი კოშკის ჩათვლით.

როგორც პარიზის მერმა ანა იდალგომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, გადარჩა ტაძრის საკურთხეველი. მისი თქმით, ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც წარმოედგინა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლს რამდენიმე საათიის განმავლობაში 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.


პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. 

ამავე თემაზე:

ნოტრ-დამი დღეს: რა გადაურჩა გამანადგურებელ ხანძარს