საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მძვინვარე ხანძართან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

2019-04-15 21:23:13
318

საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მძვინვარე ხანძართან დაკავშირებით ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს. მასში. კერძოდ, ვკითხულობთ:

"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: 
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689"

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია, შედეგად სახურავი  ჩამოიშალა, - იუწყება "France-Presse".

თვითმხილველებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს:

Notre dame de brûle

 

ამ წუთებში გამოქვეყნდა ხანძრის ამსახველი ვიდეოც:

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 სთ-ზე გაჩნდა. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც. 

ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, ინციდენტი შესაძლოა, სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. 

Le Figaro-ს ცნობით, აალება ტაძრის სახურავზე მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.

BBC-ს ცნობით, გასულ წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გააჟღერა თხოვნა ნგრევის პირას მისული ტაძრის გადასარჩენად სახსრების გამოყოფის თაობაზე.