ბავშვები, რომლებიც ისრაელში არ შეუშვეს, საქართველოში დღეს დაბრუნდებიან

2019-04-15 19:50:45
159

ქართველი ბავშვები, რომლებიც ისრაელში არ შეუშვეს, თბილისში დღეს დაბრუნდებიან,– იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, უკან დასაბრუნებელი ბილეთები ისრაელმა შეიძინა.

„ისრაელში საქართველოს კონსულს ჰქონდა შეხვედრა მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბავშვების + ორი მშობლის დღეს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მათი ბილეთები შეძენილ იქნა ისრაელური მხარის მიერ. ჩვენი თხოვნით ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს აირზენას რეისით 21:30 სთ-ზე გამოფრინდებიან საქართველოში. ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან“,– აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

ცნობისთვის: ისრაელში ანსამბლ  „გორდა“–ს წევრები არ შეუშვეს.