ჩაქვში ავარიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2019-04-15 19:44:46
235

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.