პოროშენკოსთვის ჩამორთმეული ქარხანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარემონტო ბაზად იქცევა

2019-04-15 19:06:12
339

სევასტოპოლში არსებული „სევმორზავოდი“, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებამდე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნოდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების რემონტით დაკავდება,– განუცხადა „რის ნოისტის“ ქარხნის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ბაჟენოვმა.

მისივე თქმით, გეგმის თანახმად, განხორციელდება საწარმოს მოდერნიზება, ახალი ტექნიკით აღჭურვა საიმისოდ, რომ სამომავლოდ მან სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ხომალდების შეკეთება შეძლოს.

ამჟამად „სევმორზავოდზე“ ორი მძიმე მცურავი ამწე შენდება, წლის განმავლობაში კი საწარმო შესაკეთებლად შავი ზღვის სამხედრო გემებს მიიღებს.

ცნობისთვის: სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა და კიდევ 12 სამრეწველო საწარმო სევასტოპოლის ხელისუფლების მიერ 2015 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იქნა ნაციონალიზებული. 2018 წლის თებერვალში პრემიერა დიმიტრი მედვედევმა თავისი განკარგულებით „სევმორზავოდი“ ფედერალური ქონების სიაში შეიყვანა.

2018 წლის სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებდა, რომ რუსეთში ბიზნესი არ გააჩნდა, და რომ ყირიმის ანექსირების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მას სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა ჩამოართვა. „დე ფაქტოდ მე ის არ გამაჩნია, თუმცა არც ოკუპანტებისთვის აპირებს ვინმე ამ ქარხნის ჩუქებას. მე დღემდე შემაქვს ეს ქარხანა ელექტრონულ დეკლარაციაში, რომელსაც კანონის შესაბამისად, ყოველწლიურად ვავსებ“,– აცხადებდა პოროშენკო.