ეკა მიშველაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დავა საბოლოოდ მოუგო

2019-04-15 17:12:03
196

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა წამყვანმა ეკა მიშველაძემ ტელეარხს დავა საბოლოოდ მოუგო. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასება გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა. 

"სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა "პირველი სტუდიის" დახურვის შემდგომ, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად "საზოგადოებრივი მაუწყებელმა" შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდ", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. 

სასამართლო გადაწყვეტილებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.