კობახიძე: "სააკაშვილმა დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტიდასავლური ძალაა"

2019-04-15 16:59:27
810

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ თავისი შინაარსით „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა. მათი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოში დასავლური ღირებულებების შესუსტებისკენ და ამას სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ანტიდასავლური ძალაა, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა ყოფილ პრეზიდენტს და დაადასტურა. ეს ასევე დადასტურდა, როდესაც მათ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელეს. სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ღირებულებები შორს იყო ევროპულისგან, დასავლური ღირებულებები ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სწორედ ამას უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ძალისხმევით წლების განმავლობაში," - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ორი დღის წინ სააკაშვილმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთს კოლონიალური მიდგომები აქვს და ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არ სჭირდება.