„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პორტ კონსტანცასთან ურთიერთობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი შენდება“

2019-04-15 16:14:20
73

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა რუმინულ პორტ კონსტანცასთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო მზადაა, ჰქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, – განაცხადა ბახტაძემ.