თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

2019-04-15 16:41:13
393

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტაბიძის ხიდთან სატვირთო ავტომობილი გააჩერა და გადმოვიდა. ამის შემდეგ მანქანა დაგორდა და მამაკაცს დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.