"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს"

2019-04-15 16:07:58
144

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდომარეობაა.

ამის შესახებ ბახტაძემ რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ მეგობრებთან ერთად მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო. ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას”, – განაცხადა ბახტაძემ და  რუმინეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.