საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - 16 -18 აპრილის ამინდის პროგნოზი

2019-04-15 15:59:18
978

16-18 აპრილს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი 3 – 4 ბალიანი ღელვას მოსალოდნელი. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.