შაქარიშვილი: „ივანიშვილმა კობახიძეს „ყური აუწია“

2019-04-15 15:34:29
266

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „დაიცავი საქართველოს“ საარჩევნო შანსების შეფასებას ეხმიანება და ყოფილი თანაგუნდელს ურჩევს, პროცენტებისა თვლას თავი დაანებოს, რადგან ეს მისი ძლიერი მხარე არ არის.

"ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს „ყური აუწია“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავს.