Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია "თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" დაიწყო

2019-04-15 15:20:28
75

Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო კამპანია სახელწოდებით "თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი". 

პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი). ისინი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობენ.