ტაქსის მძღოლები18 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

2019-04-15 14:53:39
73

ტაქსის მძღოლები 18 აპრილისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – ორი წლით გადაიდოს მერიის მიერ დაანონსებული რეგულაციები. 

ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირებისწელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ,  რომ ამ რეგულაციების შესრულება ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის.

აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, თბილისში 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ.

„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე. სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.