ზურაბიშვილი – ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს: "თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული"

2019-04-14 20:40:26
809

საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქის კულტურის ცენტრში შეკრებილ ეთნიკურ სომხებს უთხრა, რომ თუ მათ სურთ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, ქართული უნდა ისწავლონ.

პრეზიდენტის თქმით, ძნელია, იყო საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე, თუ არ იცის სახელმწიფო ენა:

„მაქვს დიდი სურვილი ყველა, ვინც აქ ბრძნდებით, თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის რომ მე ძალინ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოაქალქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობდა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, მაინც რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალინ ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ სრული მოქალაქეები“. 

პრეზიდენტის თქმით, იგი ვალდებულია, ქართულ სახელმწიფო ენას პოპულარიზაცია გაუწიოს:

„მინდა, რომ ქართლი ენა გახდეს ნამდვდილად სახელმწიფო ენა, ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგელბობა, ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე. რატომ არის საჭირო, რომ სახლემწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისა, თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის საუბარზე, ურთიერთგაგებაზე“. 

ზურაბიშვილის თქმით, რომ არა 1978 წლის 14 აპრილის, საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა:

„ენა არის კარი სახლემწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 1978 წელს, რომ სახლემწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემრჯვებინათ, მერე არ მოყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად და ძალინ მჭირდროდ გადაჯაჭვული, არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე“. 

ამასთან, როგორც შეხვედრაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ენის მცირე ასაკიდანვე სწავლების მიზნით, ახალქალაქში ქართული ბაგა–ბაღები უნდა გაიხსნას:


„ჩვენ, სახელმწიფო არფარეს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. სულ აპტარა ბავშვებისთვის ბაღიდან წიეყაბ ენის შესწავლაც და კარიერაც. აქედან დღეს ახალქალქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ის, რომ ძალიან მოკლე მოამვალში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა–ბაღი. მოამვალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ ქინება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“. 

მან შეკრებილ საზოგადოებას, იმისთვის რომ მასთან შესახვედრად მივიდნენ, მადლბა გადაუხადა: „მინდა ყველას მადლობა გითხრათ ვინც აქ მოხვდით. ვიცი რომ ყველას არ გესმით ქართული, ზოგს შეიძლება ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მაინც მოხვედთ“.