სომხეთში ქართული ენის დღე აღნიშნეს

2019-04-15 14:31:48
77

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

„ქვეყანაში საქართველოს  საელჩოს ინიციატივითა  და სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის მხარდაჭერით ქართული ენის დღესთან დაკავშირებით  „ქართული პოეზიის დღე“ ჩატარდა. ღონისძიებაზე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ და აღნიშნა ღონისძიების მნიშვნელობა ქართულ-სომხური ლიტერატურული კავშირების გაღრმავების საქმეში

საქართველოდან მოწვეული იყვნენ ქართველი პოეტები - ლევან ზარიძე და ლექსო დორეული (მათი ლექსები თარგმნილია სომხურ ენაზე).

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის წევრები, ერევნის ქართველოლოგიური ცენტრების სტუდენტები და მასწავლებლები,  ქართული დიასპორული ორგანიზაციის-  „ივერიის“ წარმომადგენლები“, – აცხადებენ უწყებაში.