ვიდეო ▶ბედიის მონასტერი დღეს: მრევლისგან დაცლილი და ოკუპანტის მიერ განადგურებული

2019-04-15 14:29:36
266

საქართველოს ერთიანობის სამბოლო, მე–10 საუკუნის ძეგლი – ბედიის მონასტერი სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტის ამსახველი კადრები „აქცენტს“ ოკუპირებული აფხაზეთიდან მიაწოდეს. როგორც ვიდეოზეა ასახული, დაზიანებულია ფრესკები, ტაძრის კედლები, იატაკი.  


ცნობისთვის: ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა.ის აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით, სოფელ ბედიის ცენტრში.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.

2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, მოსალტერში სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. აფხაზეთის ტელევიზიით – "Абаза" გადიცა ვიდეო–კადრები, რომელშიც ჩანდა მოსანსტრის გადაღებული კედლები ფრესკებითურთ. კადრებიდან ისიც ჩანდა, თუ როგორ აკურთხა ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს "აფხაზეთის ეკლესიის" მეთაური ბესარიონ აპლია იმჟამინდელ დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას თანდასწრებით. შამბა იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "ჩვენი ამოცანა ამ მონასტრის აღდგენაა და ეს უბრალო საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ მონასტერს ბარბაროსებისგან იცავდა".