სენაკში, პროკურატურასა და სასამართლოსთან მდებარე "TBC ბანკიდან" გადახდის აპარატი მოიპარეს

2019-04-15 13:26:48
146

სენაკში, პროკურატურასა და სასამართლოსთან მდებარე "TBC ბანკიდან" გადახდის აპარატი მოიპარეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს.  მოპარული აპარატიდან დაახლოებით 50 000 ლარია წაღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.