საქსტატი – ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში დაახლოებით 361 ლარია, ოთხსულიანის – 321

2019-04-15 13:46:01
703

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში  361 ლარს და 20 თეთრს შეადგენს. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარი, სამსულიანის - 288 ლარი, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარია. 

ცნობისთვის: საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. მისი გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს.