EBAY-ზე ლადო გუდიაშვილის ტილო 120 000 დოლარად იყიდება

2019-04-15 13:41:53
73

ელექტრონული კომერციის ვებ–გვერდზე "eBay.com" ქართველი მხარტვრის ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო - "საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი" იყიდება. 

ტილოსთან ერთად წარდგენილია სერტიფიკატი, რომელიც ნახატის ავთენტურობას ამტკიცებს. ნამუშევრის ღირებულება 120 000 ამერიკული დოლარია. იგი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით თარიღდება.