არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2019-04-15 13:35:43
494

ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ სცნო.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.