ქართველი "კანონიერი ქურდი" თურქეთის ციხეში შიმშილობს

2019-04-15 12:31:54
858

ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე მეტსახელად "ლავასოღლი" თურქეთის ციხეში შიმშილობს. 

გორაძის ადვოკატების ინფორმაციით, "კანონიერი ქურდი" უკვე 2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ადვოკატების თქმით, წინა საექსტრადიციო პატიმორაბში მყოფ გორაძეს უსამართლოდ დევნიან.

ცნობისთვის: 2016 წლის იანვარში "ლავასოღლი"  საქართველოში "ქურდული სამყაროს წევრობის" ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა 2017 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ბრალის ვერდამტკიცების" მიზეზით გაათავისუფლეს.

2018 წლის 25 ოქტომბერს ე.წ. კანონიერი ქურდი კვლავ დააკავეს, ამჯერად - თურქმა სამართალდამცველებმა ქალაქ ტრაპზონში ჩატარებული რეიდისას. თურქული მედიის იმჟამინდელი ინფორმაციის თანახმად, "ლავასოღლის" მანქანაში არარეგისტრირებული იარაღი აღმოუჩინეს.

2019 წლის 12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოროძეს 10–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა