"დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავს"

2019-04-15 11:50:42
137

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავს.

ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი სახეები“ ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიის განვითარებაში.

„თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია, ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 13 აპრილს "ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაცია გამართა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებმაც "ქართული ოცნება" 11 აპრილს დატოვეს, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარლამენტიდანაც - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.

გარდა ამისა, "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მივიდნენ ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით უსუფაშვილი.