ლიბიაში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 121 ადამიანი ემსხვერპლა

2019-04-15 10:04:32
64

ლიბიის დედაქალაქთან საომარი მოქმედებები გრძელდება. სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების თვითმფრინავი გაანადგურეს. ე.წ. “ეროვნული არმიის” კუთვნილ „მიგ-21“ ტიპის გამანადგურებელი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ჩამოაგდეს.

ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი ავიაციას დედაქალაქზე იერიშებისთვის იყენებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 4 აპრილს დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 121 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და სამხედრო მოსამსახურე.