ვიდეო►„რა დისკოთეკებს მართავ“ - გრებენშიკოვს მღვდელმა ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა

2019-04-14 17:27:46
628

სასულიერო პირმა რუს როკ-მუსიკოსს, ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გრებენშიკოვის ჯგუფის, "აკვარიუმის" ტურ-მენეჯერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

„დაანებეთ. გადაიყვანეთ… რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ… ცნობილი კი არა, რა კონცერტებს მართავ...“,- მიმართა მას სასულიერო პირმა. 

 

დღეს, 14 აპრილს თბილისში ბორის გრებენშიკოვისა და ჯგუფ აკვარიუმის კონცერტი გაიმართება.