თურქეთში 75 პოლიციელი დააკავეს

2019-04-12 20:50:19
555

თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით 31 პროვინციაში სპეცოპერაცია ჩაატარეს და 75  პოლიციელი დააკავეს, – იუწყება Anadolu.

მისივე ცნობით, დაკავებულებს თურქი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან.

ცნობისთვის: თურქეთში 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 500 000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. მათგან 30 000 ამ დრომდე ციხეშია.