„ბრიტანეთის პარლამენტი, დიდი ალბათობით, “ბრექსითზე“ ახალი რეფერენდუმის გამართვის საკითხს განიხილავს“

2019-04-12 18:28:40
145

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ ფილიპ ჰამონდის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტმა შესაძლოა, “ბრექსითზე“ ახალი რეფერენდუმის გამართვის საკითხი განიხილოს.

„ბრიტანეთის პარლამენტი, დიდი ალბათობით, “ბრექსითზე“ ახალი რეფერენდუმის გამართვის საკითხს განიხილავს. თუმცა ამ თემაზე მთავრობის პოზიცია უცვლელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ჰამონდმა.

ცნობისთვის: 10 აპრილს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა  მიაღწიეს შეთანხმებას „ბრექსითის" 31 დეკემბრამდე გადავადების შესახებ.

„ეს ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს დამატებით 6 თვე განესაზღვრა საუკეთესო გადაწყვეტილების მოსაძებნად. ამ დროის განმავლობაში ლონდონს შეუძლია, შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს და გავიდეს ევროკავშირიდან უფრო ადრე, ვიდრე ოქტომბრის ბოლოა, ასევე გადახედოს „ბრექსითთან“ მიმართებაში თავის სტრატეგიას, ან სულაც გაიწვიოს ევროკავშირის დატოვების შესახებ განაცხადა, ანუ გააუქმოს „ბრექსითი“. ამასთან, თუ შეთანხმება 22 მაისამდე არ იქნება რატიფიცირებული, ბრიტანეთს ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი ამ ვალედებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანა ორგანიზაციას 1 ივნისს დატოვებს“, – წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ გადავადებას დასთანხმდა და განაცხადა, რომ პარლამენტში შესაბამისი განცხადებით გამოვა, და ამასთან მან არ გამორიცხა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ჯერ კიდევ ევროპარლამენტის არჩევნებამდე დატოვოს, რომელიც მაისის ბოლოსთვის არის დანიშნული.

გასულ სამშაბათს ბრიტანეთის პარლამენტმა 420 ხმით 110–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მეის წინადადებას, ევროკავშირს „ბრექსითის“ 12 აპრილიდან 30 ივნისამდე გადავადების თხოვნით მიემართოს, რათა ე.წ. „ხისტი „ბრექსითი“–ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა თავიდან იქნას აცილებული.

თავდაპირველად „ბრექსითი“ 29 მარტისთვის იყო დანიშნული. ბრიტანეთის პარლამენტმა 3–გზის განაცხადა უარი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებაზე.