კვლევა: რუსეთის მოსახლეობის 3%–ის ხელში ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 90%–ია მოქცეული

2019-04-12 17:53:05
157

რუსეთის მცხოვრებთა 3% ქვეყნის მთელი ფინანსური აქტივების, შენატანებისა და ნაღდი ფულადი მასის 90%–ის მფლობელი აღმოჩნდა,– ასეთია რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც 2018 წელს მოიცავს.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, საშუალო შემოსავლების შემცირების მიუხედავად, რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეების დანაზოგებისა და აქტივების წილი იზრდება; გასულ წელს მოსახლეობის ყველაზე ხელმოკლე 20%–ს ქვეყნის ფინანსური აქტივების მხოლოდ 6%, დეპოზიტების 4% და ნაღდი ფულით დანაზოგის 5% ეკუთვნოდა.

ბანკ „Credit Suisse“–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი 2018 წელს რუსეთის ყველაზე მდიდარი 10%–იანი მოსახლეობის ხელში ქვეყნის მთელი სიმდიდრის 82% იყო მოქცეული,– 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში დოლარებში მილიონერთა რაოდენობა 30%–ით გაიზარდა.

 სიმდიდრის კონცენტრაციის მაჩვენებლის მიხედვით რუსეთი ბევრ მსხვილ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს,– აღნიშნავს, თავის მხრივ გამოცემა „Forbes“–ი.