საქართველოში "ცაში სადილობა" შესაძლებელი ხდება

2019-04-12 17:34:37
327

მსოფლიოს ათობით ქვეყნის შემდეგ "ცაში სადილობა" საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. როგორც კომპანიის "სადილი ცაში" ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კვების ობიექტი თბილისში 15 მაისს გაიხსნება და 50 მეტრის სიმაღლეზე სადილობა ერთდროულად 22 სტუმარს შეეძლება.მენიუს ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდე იქნება, მოწევა კი – აკრძალული.  

ირკვევა, რომ თბილისის გარდა სერვისი მალე ბათუმშიც ამოქმედდება. 

მსგავსი რესტორანი პირველად 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა და სადღეისოდ უკვე 70–მდე ქალაქში ფუნქციონირებს.