თემურ ნადარაია: „აფხაზური რთული ენაა, აქაურმა ქართველებმა რუსული უნდა ისწავლონ“

2019-04-12 13:23:45
729

გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აფხაზური რთული ენაა და ადგილობრივმა ქართველებმა რუსული უნდა ისწავლონ. 

“თუ  გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და იძულებული იქნება, ეს ტერიტორია დატოვოს. ქართველებს იმდენად სძულთ რუსები და რუსული ენა, რომ ამბობენ, "ასწავლეთ აფხაზურიო". ჩვენ აფხაზურსაც ვასწავლით, მაგრამ აფხაზური ენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მისი ცოდნითაც კი აფხაზეთში საკუთარი თავის რეალიზებისთვის რუსული უნდა იცოდე. აქ ყოველთვის რუსულად საუბრობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ მრავალეროვანი რესპუბლიკა ვართ და სასაუბრო ენა რუსულია”, – განაცხადა თემურ ნადარაიამ.

ცნობისთვის: გალის ოკუპირებულ რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსული ენით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 წლამდე ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლების რაოდენობა 58–დან 30-მდე შემცირდასადაც ირიცხება 4,108 მოსწავლე და დასაქმებულია 745 მასწავლებელი. მოსწავლეების 98% და მასწავლებლების 90% ეთნიკური ქართველია.