რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

2019-04-11 19:59:42
121

ქართველმა ძალოსანმა რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

11 აპრილს დავითაძემ 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამი დაძლია. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ძალოსანს აკვრა და ორჭიდის ჯამი ელის.

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 6-13 აპრილს იმართება.