ოსი მოკრივეს დაჭრაში ეჭვმიტანილი ახალგორში დააკავეს

2019-04-11 16:07:01
156

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ოს მოკრივე ტაირ ქელეხსაევის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

ოსური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია 24 წლის ცხინვალელი რიჩარდ ბითიევის დასაკავებლად რამდენიმე ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.  

დე ფაქტო შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად აღიარებით ჩვენებას იძლევა.

ინციდენტი 9 აპრილს ცხინვალში მოხდა. ადგილობრივმა ბითიევმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 25 წლის ქელეხსაევი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.