Airbnb ცხინვალსა და სოხუმში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

2019-04-10 22:04:36
77

კომპანია Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

Airbnb–ის ცნობით, კომპანია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს აღარ წაშლის თავისი საიტიდან და აცხადებს, რომ იგივე მიდგომა შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.