ზალკალიანი აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვას "ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გამოვლინებად" აფასებს

2019-04-10 19:49:20
225

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვას "ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გამოვლინებად" აფასებს.

"ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. აღნიშნულის თაობაზე ჟენევის თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან. ყველა საერთშორისო ორგანიზაციაში, ყველა ფორმატში, რომელიც არის უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და ამ პრინციპების დარღვევასთან, ყველა ამ თემას ძალიან მწვავედ დავაყენებთ, რათა საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო.