რამიშვილს სამხარაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს

2019-04-09 09:59:30
297

ინტერნეტ ტელევიზია ”post tv"-ის დირექტორს შალვა რამიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება სექსუალური შევიწროების ეპიზოდს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა . გასაჩივრების ვადა კი უკვე ამოიწურა და მეორე ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დავა დასრულდა.

თათია სამხარაძე იმედოვნებს, რომ ეს საქმე მომავალში ყველა ქალს ბრძოლას გაუადვილებს.

„რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემს სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“-ამბობს თათია სამხარაძე.