ინგუშეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას თითის ანაბეჭდების ჩაბარება მოსთხოვა

2019-04-08 14:11:08
301

ინგუშეთის შს სამინისტრომ რესპუბლიკის მოსახლეობას დაქტილოსკოპირების (თითის ანაბეჭდების ჩაბარება) ნებაყოფლობით გავლა მოსთხოვა. მოტივად „უსაფრთხოებაზე ზრუნვა“ დასახელდა.

„ეს უმნიშვნელოვანესი პროცედურა მოქალაქეთა აღრიცხვის ერთიანი ბაზის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს, რითაც დამნაშავეთა იდენტიფიცირებას გაგვიმარტივებს და, შესაბამისად, სასარგებლო იქნება არა მარტო შესაბამისი სპეციალიზებული უწყებებისთვის, არამედ თავად მოქალაქეებისთვისაც. გარდა ამისა, ბიომეტრიული მონაცემები გაამარტივებს, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, ასევე სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა ან დაკარგულთა ამოცნობას“, – განმარტავენ უწყებაში.