უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-04-08 12:27:16
1269

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სააგენტოს ცნობით, 11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.