ვიდეო ▶ ციმბირის თავზე მეტეორი აფეთქდა 

2019-04-08 11:16:26
205

რუსეთში, კრასნოიარსკის მოსახლეობა შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გახდა — ცაში მეტეორი აფეთქდა.

ადგილობრივთა განცხადებით, მოვლენას თან ახლდა ხმაც. აფეთქება ცაში საკმაოდ მაღლა, კრასნოიარსკის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა არც ინფრასტრუქტურა.