სომხეთის პრემიერის მეუღლემ აზერბაიჯანელ ქალებს მისი ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდა

2019-04-05 16:00:22
218

სომხეთის პრემიერის მეუღლე აზერბაიჯანელ ქალებს მოუწოდებს, რომ მის მშვიდობიან ინიციატივას შეუერთდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ანა აკოპიანმა აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებთან და „კარნეგის“ ფონდის ექსპერტებთან შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივის – „ქალები მშვიდობისთვის“ შესახებ ისაუბრა.

“როგორც ქალსა და დედას, მჯერა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამინის სიცოცხლეა. კონფლიქტში მრავალი ახალგაზრდა იღუპება. ჩვენი ინიციატივის მიზანს ამ სიკვდილის აღკვეთა წარმოადგენს“.

მისივე თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის ქალების გაერთიანებაა აუცილებელი: 

„თუკი ქალები გაერთიანდებიან და იტყვიან, – ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს; თუკი იტყვიან, – ძალები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსინჯეთ, – მაშინ მათი ხმა შესმენილი იქნება“.

სომხეთის პრემიერის ცოლს მიაჩნია, რომ რევოლუციის „ხმამ“ სომხეთის საზღვრებს გარეთ გააღწია და სხვა ქვეყნებამდე მივიდა, მათ შორის – აზერბაიჯანამდეც.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ინიციატივას  მხარი დაუჭირა ეუთო–ს თავმჯდომარემ სტანისლავ ლაიჩაკმა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ქალებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. 

„ჩვენ მთელი გულით გვწამს სამშვიდობო პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელოვნება. ქლები კონფლიქტის მოგვარების პროცესს ახლებურ იმპულსს სძენენ, და ჩვენ მშვიდობის დამყარებაში მათ ჩართვას მხარს ვუჭერთ“.