ჩეჩნეთის ხელისუფლებამ კადიროვის თანასოფლელებს სახლების დაშლა უბრძანა

2019-04-04 19:49:58
445

ჩეჩნეთში, რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელ ცენტაროიში სახლების დაშლა მიმდინარეობს. როგორც გაირკვა, ხელისუფლებამ სოფლის ცენტრში მდებარე პარკის დემონტაჟი გადაწყვიტა და მაცხოვრებლებს სახლების დასაშლელად 2–კვირიანი ვადა მისცა.  

დაახლოებით 10 კერძო სახლის დემონტაჟი ხელისუფლების ბრძანებით თავად მეპატრონეებმა დაიწყეს.

„რა თქმა უნდა, მამა–პაპისეული სახლების ნგრევა არავის მოგვწონს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ პრობლემებს მოიტანს, რაკი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაინც დაასრულებს“, – განუცხადა „კავკასსკი უზელს“ ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

ცნობითვის: მანამდე რეკონსტრუქციის მიზნით არგუნში, შალისა და ქურჩალოიში მთელი კვარტლების დემონტაჟი განხორციელდა.