მფრინავი ქალი თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ შეუშვეს

2019-04-04 15:31:45
179

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა მფრინავი ქალის ეკატერინე ქვლივიძისთვის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დასწრების აკრძალვა გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიიღო.

მფრინავი ქალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ქვლივიძის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ფრენაზე და მისიებსა და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ ქალია, ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი ქვეით ჯარში გადაიყვანეს. ეკატერინე ქვლივიძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ კონტრაქტის დარღვევისთვის მისგან მოითხოვენ 28 ათასი ლარის გადახდას. დღეს მას თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე დასწრება სურდა.