სომხეთის პარლამენტში ცეცხლი გაჩნდა

2019-04-04 11:25:32
137

სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტი) შენობის ერთ–ერთ კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა. ინციდენტი ღამით მოხდა. ცეცხლს 6 სახანძრო ბრიგადა და კრიზისების მართვის ცენტრის რეაგირების ჯგუფი ებრძოდნენ.

როგორც ირკვევა, ხანძარი პარლამენტის პირველ კორპუსში, 139–ე კაბინეტში მოხდა, რომელშიც ეროვნული კრების კეთილმოწყობისა და მომსახურების განყოფილება იყო განთავსებული.

18 კვ.მ ფართის კაბინეტში მთლიანად დაიწვა ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზებს შსს ადგენს.