კვლევა: "რესპონდენტთა 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს"

2019-04-03 14:00:57
52

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის თანახმად, მოსახლების 47% საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს.

ყოველ დღე უყურებს 13%, კვირაში რამდენჯერმე - 11%, თვეში რამდენჯერმე - 5%, ხოლო უფრო იშვიათად 24%.

ამასთან, გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საზმაუ საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს უფრო კარგად, ვიდრე ცუდად.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.