ინგუშეთის შს მინისტრი გადადგა

2019-04-01 12:17:12
212

ინგუშეთში საპროტესტო აქციების გამო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ძალოვან უწყებაში უთხრეს, დიმიტრი კავამ თანამდებობა გასულ კვირას, მაგასში გამართული აქციის გამო დატოვა.

26 მარტს მაგასში გამართული აქცია შეტაკებებით დასრულდა. დემონსტრანტები ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებას და ინგუშეთის მეთაურის გადადგომას ითხოვდნენ.